ჭადრაკი

11:30 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება

თეირანში (ირანი) ქალ მოჭადრაკეთა შორის გრან პრის გათამაშების მესამე ტურის პარტიები ჩატარდა. საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ტურნირის რეიტინგ ფავორიტ ჰამპი კონერუს ( ინდოეთი ), ხოლო ბაციაშვილი ჟაო ქსიუს ( ჩინეთი) ეთამაშებოდა. ძაგნიძემ საპატიო ფრეს მიაღწია, ხოლოა ბაციაშვილი დამარცხდა. დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა.

მეოთხე ტურში ბაციაშვილის მეტოქე ერთპიროვნული ლიდერი პოგონინა ( რუსეთი) იქნება, ხოლო ძაგნიძე მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ანტუანეტა სტეფანოვას ( ბულგარეთი) ეთამაშება.

მესამე ტურის ტექნიკური შედეგები

ჟაო ქსიუ-ბაციაშვილი 1-0

ჟუკოვა -სტეფანოვა 0,5-0,5

ძაგნიძე-კონერუ 0,5-0,5

დრონოვალი-გუნინა 0,5-0,5

კრამლინგი-ხადემალშარიე 0,5-0,5

ჟუ ვენჟუნი-პოგონინა 0,5-0,5

სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ

1. პოგონინა- 2,5 ქულა

2-5. ძაგნიძე, ჟუკოვა, კონერუ, ჟუ ვენჟუნი- 2-2

6-8. ხადემალშარიე, სტეფანოვა,ჟაო ქსიუ 1,5-1,5

9-10. ბაციაშვილი,დრონოვალი 1-1

11-12. გუნინა, კრამლინგი 0,5-0,5

მეოთხე ტურის შეხვედრათა განრიგი

ბაციაშვილი-პოგონინა

ხადემალშარიე-ჟუ ვენჟუნი

გუნინა-კრამლინგი

კონერუ-დრონოვალი

სტეფანოვა-ძაგნიძე

ჟაო ქსიუ-ჟუკოვა

0.161735