კალათბურთი

12:10 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდები   ,,ოლიმპი“- ,,ბათუმის“  შეხვედრაში

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის მესამე ტურში ,,ოლიმპი“ - ,,ბათუმის“ შეხვედრაში მიმდინარე ჩემპიონატის რამდენიმე რეკორდული შედეგი დაფიქსირდა.

,,ოლიმპმა“ ერთ შეხვედრაში ერთი გუნდის მიერ დაგროვილ ქულათა რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 101 ქულა დააგროვა. ძველი მიღწევა მიმდინარე ჩემპიონატის აუტსაიდერ ,,აკადემიას“ ( 98 ქულა) ეკუთვნოდა. ასევე გაუმჯობესდა ერთ შეხვედრაში დაგროვილ ქულათა საერთო ჯამის რეკორდი. ახალი რეკორდი 198 ქულაა, ხოლო ძველი 193 იყო , რომელიც ,,ბათუმი“-,,აკადემიას“ შეხვედრაში დაფიქსირდა. მიმდინარე ჩემპიონატში ,,ოლიმპი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში ასზე მეტი ქულა დააგროვა. სამქულიანების რეკორდი გააუმჯობესა ,,ოლიმპის“ უკანახაზელმა ლაშა ფარღალავამ, რომელმაც 12 შესაძლებლობიდან 8 სამქულიანი ჩააგდო. ძველი რეკორდი ( 7 სამქულიანი) მის თანაგუნდელ ჯერემი დერელ ბაინუმს ეკუთვნოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087349