ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “რეალმა” “ბილბაო” მიიღო და საკუთარ კედლებში ზედიზედ მეთორმეტედ დაამარცხა.
მადრიდელები მატჩის დებიუტში კრიშტიანო რონალდუმ ლამაზი გოლით დაწინაურა, თუმცა მე-10 წუთზე კეილორ ნავასისა და რაფაელ ვარანის შეუთანხმებელი თამაშით ერასომ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი მაინც დამაჯერებლად მოიგეს, 37-ე წუთზე ხამეს როდრიგესმა შორიდან გაიტანა, ხოლო 45-ე წუთზე ირაისოსი ტონი კროოსმა დაამწუხრა.
მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გავიდა, თუმცა ორივე მატჩის მიწურულს. 87-ე წუთზე რონალდუმ დუბლი გაიფორმა, ხოლო 90-ე წუთზე ელუსტონდომ სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2.
12-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “ვალენსიამ”, რომელმაც შინ ასევე კრიზისში მყოფი “ესპანიოლი” გაჭირვებით დაამარცხა. სტუმრები 52-ე წუთზე ოსკარ დუარტემ თავური დარტყმით დააწინაურა და მასპინძლები მორიგი მარცხის საფრთხის წინაშე დააყენა, მაგრამ ჯერ შეცვლაზე შემოსულმა ნეგრედომ დაუფასა მშვენიერი თამაში ჟოაო კანსელოს და გაათანაბრა, ხოლო 76-ე წუთზე დენის ჩერიშევმა თავით ნახტომში დაარტყა და თავის ახალ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა – 2:1.
აღსანიშნავია, დიეგო ალვეშის დაბრუნება, რომელმაც მაისის შემდეგ პირველად ითამაშა და რამდენიმე შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა.
“ვილიარეალმა” რობერტო სოლდადოს გოლით შინ “მალაგა” დაამარცხა და მე-4 ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა, ხოლო “დეპორტივომ” საკუთარ მოედანზე “ბეტისი” მიიღო და მიმდინარე ლა ლიგაში მე-14 ფრე ითამაშა.
რეალი – ბილბაო 4:2 (3:1)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანი, რამოსი, დანილო (ნაჩო 68), კარვახალი, კროოსი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი (ისკო 72), ხამესი (ვაზკესი 80), რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, მ.რიკო, იტურასპე (ელუსტონდო 62), მერინიო (ვიგუერა 80), ბენიატი, ლეკუე (მუნიაინი 69) ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: 1:0;4:1 რონალდუ (3;87), 1:1 ერასო (10), 2:1 ხამესი (37), 3:1 კროოსი (45), 4:2 ელუსტონდო (90)
გაფრთხილებები: ვარანი, მოდრიჩი - ეჩიტა, ბალენსიაგა
გაძევება: ვარანი (83)
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო
ვალენსია - ესპანიოლი 2:1 (0:0)
ვალენსია, „მესტალია“
ვალენსია (4-3-3): ალვეში, სანტოსი, აბდენური (ვეზო 8), კანსელო, სიკეირა, ე.პერესი, პარეხო, ჩერიშევი (ბარაგანი 84), ფეგული, როდრიგო (ნეგრედო 58), ალკასერი.
მწვრთნელი: გარი ნევილი
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, ა.გონსალესი, ო.დუარტე, ხ.ლოპესი, ვ.ალვარესი, დიოპი, აბრაჰამი, ბურგუი (როკო 80), ასენსიო, სილა (ხ.მორენო 12), კაისედო (ვ.სანჩესი 66).
მწვრთნელი: კონსტანტინ გალკა
გოლები: 0:1 ო.დუარტე (52), 1:1 ნეგრედო (71), 2:1 ჩერიშევი (76)
გაფრთხილებები: ე.პერესი - ა.გონსალესი, დიოპი, აბრაჰამი
მსაჯი: დელ სერო გრენდე
ვილიარეალი – მალაგა 1:0 (1:0)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, რუისი, მუსაჩიო, ხ.კოსტა, გასპარი, სორიანო, ტრიგეირასი, ჯ.დოს სანტოსი, დ.სუარესი (კასტილიეხო 65), სოლდადო (ბაკამბუ 75), ბაპტიშტაო (პინა 88).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
მალაგა (4-4-2): კამენი, ალბენტოსა, ველიგტონი, როსალესი, მ.ტორესი, ტისონე (დუდა 63), კამაჩო, ხუანპი (უჩე 84), ფორნალსი, ჩოპი (სანტა კრუზი 75), ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლი: სოლდადო (18)
გაფრთხილებები: ტრიგეირასი, ბაკამბუ – ალბენტოსა
მსაჯი: ვიკანდი გარიდო
დეპორტივო – ბეტისი 2:2 (1:2)
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, არიბასი, სიდნეი, ხუანფრანი, ფ.ნავარო (ლუისინიო 63), ბერგენტინოსი, მოსკერა, ლ.ალბერტო (რიერა 79), კანი (კარტაბია 55), ფაჟრი, ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
ბეტისი (4-4-2): ადანი, ვესტერმანი, ბ.გონსალესი, ვარგასი, მონტოია, ნ’დიაიე, პეტროსი, კადირი (სეხუდო 69), მუსონდა, რ.კასტრო (მოლინა 89), ვან ვოლფსვინკელი (სებალიოსა 63).
მწვრთნელი: ხუან მერინიო
გოლები: 1:0 ბერგენტინოსი (15), 1:1 მუსონდა (20), 1:2 ვარგასი (37), 2:2 ფაჟრი (51)
გაფრთხილები: ბერგენტინოსი
მსაჯი: უნდიანო მალენკო