ფეხბურთი

21:39 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: ქეცბაიამ დერბიში მოიგო, ებრალიძემ “სანტა კლარას” გაუტანა

ლევან მჭედლიძეს მცირე დრო დაუთმეს “ემპოლი”-“ფროსინონეს” შეხვედრაში (1:2). ლევანი 81-ე წუთზე შეიყვანეს. ემპოლელები სერია ა-ში მეცხრე ადგილზე არიან.

კვიპროსზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა ნიქოზიურ დერბიში 2:0 აჯობა “ომონიას” და ჩემპიონატს ლიდერობს. ქეცბაიას გუნდს ერთი პერიოდი ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა ბოლო ერთი თვეა, მუდმივად იგებს.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში კიდევ უფრო დაუმძიმდა სიტუაცია გიორგი ჭანტურიას “დუისბურგს”, რომელმაც შინ 0:1 წააგო “კარლსრუესთან” და ბოლო ადგილზე დარჩა. ჭანტურია 41-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე. გიორგის მეორე ტაიმის შუაში ჰქონდა მომენტი, თუმცა ვერ გამოიყენა.

პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში ავთო ებრალიძემ გოლი გაიტანა. “ჟილ ვისენტეს” ქართველმა “სანტა კლარასთან” სრულად ითამაშა და 73-ე წუთზე გაიტანა. ამ გოლით “ჟილ ვისენტე” 2:1 დაწინაურდა, მაგრამ ბოლო წუთზე გაუშვა და ფრეს დასჯერდა. ებრალიძის გუნდი მექვსე ადგილზეა.

0.116844