საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში პორტუგალიას ლისაბონში ოთხი უპასუხო ლელო გაუტანა და პრემიალური ქულით, 29:3 დაამარცხა.
„ბორჯღალოსნებმა“ თამაში არეულად დაიწყეს და დასალაგებლად ნახევარი საათი დაჭირდათ. ამ პერიოდში მერაბ კვირიკაშვილმა და ნუნუ სოუზა-გედეშმა ჯარიმები გაცვალეს, მერე კი, ქართულმა მოლმა თავისი სიტყვა თქვა და გიორგი თხილაიშვილმა ლელო გაიტანა. ცოტა ხანში ვასილ ლობჟანიძემ ითამაშა კარგად, ხაზი გაჭრა და ლელოში ბურთი კვირიკაშვილს შეაყოლა, რომელმაც ამჯერად გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.
თამაში განახლდა თუ არა, თხილაიშვილმა ჩვენივე ნახევრიდან კარგი გარღვევა წამოიწყო, ის 22-ის ხაზთან შეაჩერეს, მაგრამ საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ, დარჩენილი მანძილი დაფარეს და ლელოს ზურაბ ჟვანია მიწვდა. მეოთხე ლელომდე ლოდინი 65-ე წუთამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც შერკინებიდან იერიში უკანა ხაზმა გაშალა, სანდრო თოდუა ორ მბოჭავს დაუსხლტა და ლელოში მერაბ შარიქაძე შევიდა. კვირიკაშვილი კვლავ ზუსტი, 29:3 და საქართველო ერთა თასის მწვერვალზე რჩება.
2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. მეორე რაუნდი
პორტუგალია. ლისაბონი.
პორტუგალია - საქართველო 3:29 (3:15)
პორტუგალია: 15. პედრუ ბეტენკური, 14. ნუნუ სოუზა-გედეში, 13. ჟოზე მარია ვარეტა, 12. მანუელ ვილელა, 11. ტომაზ ნურუნია, 10. ტომაზ აპლეტონი, 9. ფრენსისკუ მაგალიაი; 1. ბრუნუ მედეირუში, 2. დუარტე დინიზი, 3. ბრუნუ როშა, 4. ლუიშ სერკინიუ, 5. გონსალუ უვა, 6. მაშიმ ვაზი, 7. მიგელ მასედუ, 8. ლუიშ პურტელა.
სათადარიგოები: 16. ჟოზე კონდე, 17. მაიკ ტაჯერი, 18. ვოლოდიმირ გრიხი, 19. სალვადორ ვასალუ, 20. დიოგუ ფან დერ ტორნი; 21. ნუნუ ბეტენკური, 22. ფრენსისკუ აპლეტონი, 23. ფრენსისკუ დომინგეში.
მწვრთნელი: იენ სმიტი (შოტლანდია)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დუდუ ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. ბექა გორგაძე; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი აფციაური.
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
4 ლელო: თხილაიშვილი, კვირიკაშვილი, ჟვანია, შარიქაძე
3 გარდასახვა: კვირიკაშვილი
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი
სინბინი: ქუბრიაშვილი
რეფერი: იენ დევისი (უელსი)