ფეხბურთი

23:45 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოსკერამ “დეპორტივოსთან” გაახანგრძლივა

“დეპორტივოს” ნახევარმცველმა პედრო მოსკერამ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაცია ესპანური გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, პედროს გამოსასყიდი თანხის ღირებულება 4 მილიონ ევროზე მეტი გახდა, რადგან “ვალენსიამ” ნახევარმცველის მიმართ ინტერესი გამოიჩინა.

მადრიდის “რეალის” აკადემიის აღზრდილმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116062