ფეხბურთი

23:09 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩარლტონმა” “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი მარკო მოტა კარიერას “ჩარლტონში” გააგრძელებს. ინფორმაციას ჩემპიონშიფის გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. მარჯვენა გარემარბმა ინგლისელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

მოტა წლების განმავლობაში იტალიის სხვადასხვა გუნდებში თამაშობდა, მათ შორის “იუვენტუსი” და “რომა” გახლდათ. გასული სეზონის ნახევარი “უიტფორდში” გაატარა, ზაფხულის შემდეგ კი უგუნდოდ იმყოფებოდა. მარკოს იტალიის ეროვნულ ნაკრებში 1 მატჩიც აქვს ჩატარებული.

0.112775