საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში პორტუგალიას ლისაბონში პირველი ტაიმის შემდეგ 15:3 ამარცხებს.
„ბორჯღალოსნებმა“ თამაში არეულად დაიწყეს და მთელი ნახევარი საათი დაჭირდათ დასალაგებლად. ამ პერიოდში მერაბ კვირიკაშვილმა და ნუნუ სოუზა-გედეშმა ჯარიმები გაცვალეს, მერე კი, ქართულმა მოლმა თავისი სიტყვა თქვა და გიორგი თხილაიშვილმა ლელო გაიტანა. ცოტა ხანში ვასილ ლობჟანიძემ ითამაშა კარგად, ხაზი გაჭრა და ლელოში ბურთი კვირიკაშვილს შეაყოლა, რომელმაც ამჯერად გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.
პირველ ტაიმში რეფერიმ მე-12 წუთზე დავით ქუბრიაშვილი, ხოლო 32-ეზე ბრუნუ როშა გაასინბინა.