დუდა სანაძის შედეგიანობა „სან დიეგოს“ არ ჰყოფნის. კალიფორნიული გუნდი ამერიკის სტუდენტური ლიგის „ვესტ ქოუსტის“ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. გასულ მატჩში, რომელშიც „სან დიეგო“ სტუმრად „სანტა კლარას“ ეხვდა, ქართველმა ფორვარდმა 18 ქულა ჩააგდო, მაგრამ სინდიეგოელებმა მაინც წააგეს - 71:74.
სანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა. დუდამ 8-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. სანაძემ საბოლოოდ 18 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველი უკანახაზელი სანდიეგოელთაგან საუკეთესო იყო, თუმცა მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და ბოლო წუთზე კალიფორნიელები 3 ქულით დამარცხდნენ.
3 მოგებით და 10 წაგებით „სან დიეგო“ „ვესტ ქოუსთის“ ათგუნდიან კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. მორიგ მატჩს სანაძის გუნდი 14 თებერვალს სტუმრად, სან სფანცისკოში, ამ ქალაქის უნივერსიტეტის გუნდთან გამართავს.
www.gbf.ge