მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” ევროლიგის ტოპ-16-ის მე-7 ტურში მე-6 მარცხი განიცადა. სტამბოლელები ყუბანის “ლოკომოტივს” სტუმრობდნენ და 58:82 განადგურდნენ.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 19:26 წუთი დაჰყო და 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
თურქული კლუბი ერთადერთი მოგებით ტოპ-16-ის E ჯგუფის ბოლო ადგილზე რჩება, შემდეგ მატჩს კი, 25 თებერვალს, სტამბოლში, ესპანური “მალაგას” წინააღმდეგ ჩაატარებს.