“მანჩესტერ სიტის” ბანაკში შესანიშნავი სიახლეა. თვენახევრიანი უქმობის შემდეგ კლუბს კაპიტანი ვინსენტ კომპანი დაუბრუნდა და შესაძლოა, კვირას “ტოტენჰემის” წინააღმდეგ ითამაშოს.
ამის შესახებ, მანჩესტერული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანი სათამაშოდ მზადაა.
29 წლის მცველი 21 ნოემბრიდან უქმობდა და “ქალაქელებს” 26 დეკემბერს დაუბრუნდა, თუმცა “სანდერლენდთან” თამაში მხოლოდ 9 წუთით შეძლო და ტრავმის რეციდივი განუვითარდა. რის გამოც, ვინსენტი აქამდე უქმობდა.
ბელგიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “სიტის” მაისური 12-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა.