ფეხბურთი

20:37 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ზუგდიდმა" შეკრება „ჩერნომორეცთან“ მატჩით დაასრულა

ბოლო საკონტროლო მატჩით, ს.კ. „ზუგდიდმა“ თურქული შეკრება დაასრულა და ფეხბურთელები ხვალ, 13 თებერვალს სამშობლოში გაემგზავრებიან. დასკვნით ტესტ-მატჩში კი ზუგდიდელები, უკრაინის პრემიერლიგის გუნდს, ოდესის „ჩერნომორეცს“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის პირველი ნახევარი აშკარად გამოსარჩევი იყო, სათამაშო ტემპისა და მომენტების სიმრავლის მხრივ, რასაც მეორე ტაიმზე ვერ ვიტყვით. პირველი ხიფათი უკრაინელებმა შექმნეს, როცა სტანდარტულიდან მოწოდებულ ბურთს, სტეფურაკმა თავურით მიმართულება უცვალა და ზუგდიდელთა კიპერმა, თორნიკე ზარქუამ ნახტომში მოიგერია. საპირისპირო შეტევისას „ჩერნომორეცი“ გოლს გადაურჩა, მარჯვენა ფლანგიდან ცოტნე სამუშიას გადაცემას, მეტოქის საჯარიმოსთან, მალხაზ გაგოშიძე გამოეხმაურა, თუმცა მისი თავური დარტყმის შემდეგ, ბურთი ზედა ხარიხას გადაევლო. მალევე უკრაინელებს კიდევ ერთი უსიამოვნება, მეკარე ბეზრუკმა აარიდა, როცა ზვიად სიხარულიას ზუსტი გადაცემის შემდეგ, მასთან პირისპირ ცოტნე სამუშია გავიდა, თუმცა უკრაინელმა დაასწრო და სიტუაციაც განმუხტა.

პირველი გოლი ზუგდიდელებმა, საკუთარი შეცდომის შედეგად მიიღეს. საბა ფიფიამ ბურთის ამოტანისას ფეხი უშნოდ წაჰკრა და ბურთი მეტოქის ფეხბურთელს მიუგორდა, რაც მათ კარგად გამოიყენეს და სტეფარუკმა ანგარიში გახსნა.
გაშვებული გოლიდან ზუსტად ორ წუთში, საბა ფიფიამ დაშვებული შეცდომა თავად გამოასწორა და შორეული ჩინებული პასით, მეკარესთან პირისპირ ევგენი კოვალენკო გაიყვანა, რომელმაც თავის მხრივ ზუსტად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ ზუგდიდელებს დაწინაურებაც მართებდათ, თუმცა კოვალენკო-სიხარულია-მალანიას კარგი კომბინაციის შემდეგ, ამ უკანასკნელმა კარში დარტყმა დაახანა და მცველებმაც ივარგეს. ტაიმის ბოლოსკენ გოლის გატანა კიდევ ერთ უკრაინელს, სერგეი ჩებატარიოვს მართებდა, მაგრამ მისი ახლო თავურიც უზუსტო გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები სწრაფად და მინდორზე ბევრს მოძრაობდნენ, პირველ ტაიმში რეალური საგოლე მომენტი, მათ არ ჰქონიათ, თუმცა მეორე ჯერზეც იხეირეს და ისევ ჩვენი გუნდის უკანა ხაზზე შეუთანხებელი თამაშის შედეგად.

მეორე ტაიმში ზუგდიდელთა რიგებში ცვლილებები განხორციელდა. იყო რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი, მაგრამ ყველაზე ახლოს გოლის გატანასთან ახალბედა პაატა ჭანტურია იყო, რომლის დარტყმულიც მეკარემ მოიგერია. როგორც აღვნიშნეთ პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ნახევარში, სათამაშო ტემპიც არ იყო მაღალი და უკრაინელებმა პირველ ტაიმში მოპოვებული შედეგი, ბოლომდე შეინარჩუნეს. დღევანდელი შეხვედრა, მცირე ტრავმების გამო, ირაკლი ქობალიამ, გიორგი ბულია, გურამ სამუშიამ და ლევან წურწუმიამ გამოტოვეს.

ზუგდიდი - ჩერნომორეცი 1:2

ანთალია, ქ.სიდე, 12 თებერვალი

გოლი: სტეფარუკი (27), კოვალენკო (29), ბარიკლო (36)

ზუგდიდი: ზარქუა, ქანთარია, ფიფია, გაგოშიძე, ჩანადირი (მაჩაიძე 30 წთ), ს.მალანია, სიხარულია, ც.სამუშია, ქირია, კოვალენკო, ჩებატარიოვი

შეცვლა: ჯომიდავა, ნარმანია, თიბილაშვილი, ტყემალაძე, ლაშხია, მიქაძე, კაკაჩია, ჭანტურია

"ზუგდიდის" ფესიბუქგვერდი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09648