ფეხბურთი

19:41 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესი იანვრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაცია ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გასულ თვეში სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მესიმ ჰეთთრიკი “გრანადასთან” მატჩში შეასრულა, ხოლო თითო-თითო გოლი “ბილბაოს”, “მალაგას” და “ატლეტიკოს” გაუტანა.

მიმდინარე სეზონში მსოფლიოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა 28 შეხვედრა ჩაატარა, თავი 24-ჯერ გამოიჩინა, ხოლო თანაგუნდელებს 11-ჯერ გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114281