ფეხბურთი

19:25 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძოლას ტერის გადაბირება სურს

ყატარული კლუბის “ალ-არაბის” მთავარ მწვრთნელს ჯანფრანკო ძოლას ლონდონის “ჩელსის” მცველის ჯონ ტერის გადაბირება სურს.

“ტერი დიდებული ფეხბურთელია. ის არამარტო ჩვენი გუნდისთვის, არამედ მთელი ყატარის ლიგისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება”- განაცხადა ძოლამ.

ტერი 1998 წლიდან “ჩელსის” ღირსებას იცავს. გუნდთან ერთად პრემიერლიგის 4-გზის ჩემპიონია და 2011/12 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

0.125921