იტალიიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა კარვალიო ამაურიმ, რომელიც წარმოშობით ბრაზილიელია, “ტორინოსთან” კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. ამის შესახებ ტურინული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება.
35 წლის ამაური მიმდინარე სეზონში ტრავმიანობდა, რის გამოც აქამდე მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ამაურის შესაძლო მსურველთა შორის ფრანგული “ლილი” და იტალიური “მოდენა” არიან.
რაც შეეხება მის საუკეთესო წლებს, იგი სიცილიურ “პალერმოსა” და ვერონას “კიევოში” გაუტარებია. ისე კი, 2008-2010 წლებში ტურინის “იუვენტუსის” ღირსებასაც იცავდა. იტალიის ნაკრებში ამაურის თავის დროზე ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული – 2012 წელს, კოტ დივუარის ნაკრების წინააღმდეგ.