სხვა

18:23 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილი ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

12 თებერვალს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ბორიჩიჩს და ვიცე-პრეზიდენტს რენატო არენას უმასპინძლეს. შეხვედრას დაესწრო საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ჩაჩუაც.

ევროპული ფრენბურთის ხელმძღვანელი პირები საქართველოში 2017 წელს თბილისში გასამართი ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად ჩამოვიდნენ.

ევროპირველობას საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მიიღებენ. თბილისში ერთი ჯგუფის მატჩები ჩატარდებ. ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს საქართველოს ნაკრებიც. აღნიშნულის გარდა, მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ფრენბურთის შემდგომი განვითარების საკითხებიც.

ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მხარდაჭერა და გამოთქვეს ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. მინისტრთან შეხვედრამდე სტუმრებმა ქართული სპორტის მუზეუმი დაათვალიერეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119936