“ვაშინგტონ ვიზარდსის” გამთამაშებელმა ჯონ უოლმა “მილუოკთან” მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო. ამერიკული მედიის ცნობით, უოლმა ტრავმის გამო შესაძლოა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
მიმდინარე სეზონში უოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 20 ქულას, 9.9 პასს და 4.5 მოხსნას აკეთებდა.
“ოლ სტარი” 14 თებერვალს ტორონტოში გაიმართება.