ფეხბურთი

12:44 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯონსონს “სანდერლენდმა” დანაშაული არ აპატია

ინგლისის პრემიერლიგის აუტსაიდერმა “სანდერლენდმა” შემტევ ნახევარმცველ ადამ ჯონსონთან თანამშრომლობა გაწყვიტა. ამის შესახებ “შავი კატების” ვებგვერდი გვამცნობს. 28 წლის ფეხბურთელს 15 წლის გოგონასთან ინტიმური ურთიერთობა დაუმტკიცდა და ეს გახდა ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

ჯონსონი “სანდერლენდში” 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და გუნდის ერ-ერთი ლიდერიც იყო. მიმდინარე სეზონში ადამს 19 თამაშში 2 გოლი ჰქონდა გატანილი. ინგლისელ ფეხბურთელს თავის დროზე “მანჩესტერ სიტის” ღირსებაც დაუცავს, ახლა კი ახალი გუნდის ძიება მოუწევს.

0.191028