თერჯოლის „საპოვნელამ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი ბულგარეთის მესამეადგილოსან „ბეროესთან“ გამართა და 0:6 განადგურდა.
დღეს დილით „საპოვნელა“ აღდგენითი სახის ვარჯიშს გამართავს, რის შემდეგაც თურქულ შეკრებას დაასრულებს.
თერჯოლელებმა ათდღიანი მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ანტალიაში 4 საკონტროლო მატჩი გამართეს: სერბულ „ნოვი პაზართან“ – 0:0, ყაზახურ „კასპიისთან“ – 0:1, მოლდავურ „ზიმბრუსთან“ – 1:1 და ბულგარულ „ბეროესთან“ 0:6.
“საპოვნელა” საქართველოში ხვალ გამთენიისას დაბრუნდება. ზვიად ჯელაძე ფეხბურთელებს ორი დღე დაასვენებს, 15 თებერვლიდან კი თერჯოლელები ეროვნული ჩემპიონატის განახლებისთვის მზადებას განაგრძობენ.