ჩოგბურთი

1:23 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე და ქვაცაბაია მეოთხედფინალში ითამაშებენ

ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წინ დამაჯერებლად მიიწევენ. მათ უკვე მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ მერვედფინალში ბულგარელი პეტია არშინკოვა 7:6 (7:0), 6:0 დაამარცხა და შემდეგ წრეში მე-8 რეიტინგის მქონე სომეხ ანი ამირაღიანს ეთამაშება.

რაც შეეხება ქვაცაბაიას, ის ინდოელ კირა შროფთან 1:2-ს აგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მე-4 ნომრად მიჩნეული ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში ფრანგ ჟოზეფინ ბუალემს (მე-6) გაეჯიბრება.

აღსანიშნავია, რომ თუკი სოფომ და ეკატერინემ მომდევნო რაუნდშიც იმარჯვეს, ნახევარფინალში მათ ერთმანეთის პირისპირ მოუწევთ დადგომა.

სათქმელია ისიც, რომ წყვილთა ტურნირში გორგოძე და ქვაცაბაია ხსენებულ ბუალემთან და ჩინელ ლისთან 1:4 მარცხდებოდნენ, როდესაც ქართულმა დუეტმა თამაში შეწყვიტა.

0.115057