ესპანელმა თავდამსხმელმა ბოიან კრკიჩმა “სტოკთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია “დურგლების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
25 წლის ფორვარდი “ბრიტანია სთედიუმზე” 2020 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
კრკიჩმა მიმდინარე სეზონში “სტოკის” რიგებში 19 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.