ფეხბურთი

23:37 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რობინიო “ატლეტიკო მინეიროს” მოთამაშე გახდა

“გუანჯოუს” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი რობინიო “ატლეტიკო მინეიროს” ფეხბურთელი გახდა. როგორ ბრაზილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა ახალ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რობინიომ ჩინური გუნდი 2016 წლის დასაწყისში დატოვა და “ატლეტიკოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფეხბურთელმა წლების განმავლობაში “სანტოსის”, მადრიდის “რეალი”, “მილანის”, “მანჩესტერ სიტის” და “გუანჯოუს” ღირსებას იცავდა.

რობინიომ კარიერის განმავლობაში 581 მატჩი ჩაატარა და 195 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრების მაისურით თავდამსხმელი მოედანზე 99 მატჩში გამოჩნდა და თავი 28-ჯერ გამოიჩინა.

თეგებირობინიო
0.127928