დღეს თეირანში დაიწყო ჭადრაკში ქალთა შორის 2015-2016 წწ. მსოფლიოს გრან პრის მეორე ეტაპი. ტურნირში მსოფლიოს 12 უძლიერესი ქალი ასპარეზობს. მათ შორის არიან ქართველი მოჭადრაკეები ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი.
სერიის პირველი ეტაპი მონაკოში გაიმართა 2015 წლის ოქტომბერში, ხოლო მესამე და მეოთხე ეტაპები - ბათუმსა (აპრილი) და ჩენგდუშია ( ჩინეთი;ივლისი) დაგეგმილი. ოთხივე ეტაპის ჯამში დარიცხული ქულებით საუკეთესო მონაწილე უფლებას მიიღებს შეხვდეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მარია მუზიჩუკს.
ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად ჩატარდება. ტურნირში დაწესებული სოლიდური საპრიზო ფონდი შემდეგნაირად განაწილდება.
ადგილი | პრიზი (ევრო) | საერთო ჩათვლის ქულა |
I | 10,000 | 120 ქულა + 40 ბონუსი |
II | 8,250 | 110 ქულა+ 20 ბონუსი |
III | 6,750 | 100 ქულა + 10 ბონუსი |
IV | 5,750 | 90 ქულა |
V | 5,000 | 80 ქულა |
VI | 4,500 | 70 ქულა |
VII | 4,250 | 60 ქულა |
VIII | 4,000 | 50 ქულა |
IX | 3,250 | 40 ქულა |
X | 3,000 | 30 ქულა |
XI | 2,750 | 20 ქულა |
XII | 2,500 | 10 ქულა |
საერთო | 60,000 | 850 ქულა |
პირველი ტურის ტექნიკური შედეგები:
სტეფანოვა ( ბულგარეთი) - ბაციაშვილი( საქართველო) 0,5-0,5
ჟაო ქსიუ ( ჩინეთი)- კონერუ(ინდოეთი) 0-1
ჟუკოვა ( უკრაინა) -გუნინა( რუსეთი) 1-0
ძაგნიძე( საქართველო)- ხადემალშარიე( ირანი) 0,5-0,5
დრონოვალი ( ინდოეთი) -პოგონინა ( რუსეთი) 0-1
კრამლინგი ( შვედეთი) - ჟუ ვენჟუნი( ჩინეთი) 0-1
მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი:
ბაციაშვილი- ჟუ ვენჟუნი
პოგონინა- კრამლინგი
ხადემალშარიე-დრონოვალი
გუნინა-ძაგნიძე
კონერუ-ჟუკოვა
სტეფანოვა-ჟაო ქსიუ