ფეხბურთი

22:20 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი ჯანი ინფანტინოს საარჩევნო კამპანიაში ერთვება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერას უცხადებს და მის საარჩევნო კამპანიაში ერთვება. პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი და ფედერაციის ხელმძღვანელი ჩაერთო. უეფას გენერალური მდივნისა და ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა ვებ-გვერდზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ვიდეო მიმართვა გავრცელდა. ჯანი ინფანტინოს მხარდამჭერთა ვიდეო მიმართვის სანახავად გადადით ბმულზე: http://www.fifaforward2016.com/together/

„მსურს ნათლად გამოვხატო ჩემი პოზიცია. ჩვენი ორგანიზაცია და პირადად მე, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯანი ინფანტინოს ვუჭერთ. ჯანი მეტად მნიშვნელოვანი პერსონაა როგოც ჩვენთვის, ისე ჩვენი სპორტისთვის. ის უკვე დიდი ხანია ერთგულად ემსახურება ფეხბურთს და ეხმარება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო. მთელი ჩვენი ქვეყანა გვერდში უდგას ჯანი ინფანტინოს,“ - აცხადებს ლევან კობიაშვილი. შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 26 თებერვალს, ციურიხში გაიმართება.

სფფ-ს პრესსამსახური

0.11637