ფეხბურთი

22:07 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი" ხუბუტიას გუნდთან დამარცხდა

თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში მესამე ამხანაგური მატჩი გამართა და სლოვაკეთის უმაღლესლიგელ "ზემპლინ მიხალოვცესთან" 1:2 წააგო. ქართველები ალექსი ბენაშვილის გატანილი პენალტით იგებდნენ, თუმცა სერეჩინმა პენალტითვე გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა, ბოლო წუთებზე კი იმავე სერეჩინმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

სლოვაკურ გუნდში მეორე ტაიმი ითამაშა აკაკი ხუბუტიამ. ჟერარდ სარაგოსას გუნდმა პირველ ამხანაგურში ესპანურ "ბენიდორმს" 11:1Kსძლია, ხოლო მეორეში დონეცკის "შახტართან" 2:5 დამარცხდა. 14 თებერვალს "ლოკომოტივი" ესპანეთში ბოლო მატჩს გამართავს - დანიის უმაღლესლიგელ "რანდერსს" შეხვდება.

"ლოკომოტივი" - "ზემპლინ მიხალოვცე" 1:2 (1:1)

"ლოკომოტივი" (სასტარტო): თევდორაძე (მიქავა 46), ბენაშვილი (კიკნაძე 46), ჭანტურია, გეთიაშვილი, ჩიტეიშვილი, ქიქავა (უბილავა 68), სულთანიშვილი (სამურკასოვი 46), დიასამიძე (არდაზიშვილი 60), მახარაძე, მზევაშვილი (კიკაბიძე 56), გავაშელიშვილი (ართმელაძე 60)

"ზემპლინ მიხალოვცე": მაცეი, სვიარჩინსკი (პერესი 46), პოდორინი, მორლაჩი (ხუბუტია 46), შიმჩაკი, გრიჩი, სერეჩინი, ბედნარი (სედლაკი 60), ლუკიჩი (ბაიონი 46), ტოტი(სტრაკა 70), ვოტინოვი (ჰამულიაკი 46)

გოლები: 1:0 ბენაშვილი (10 პენ), 1:1, 1:2 სერეჩინი (38 პემ, 81) L

0.123005