კალათბურთი

20:45 | 11.02.2016 | ნანახია 678 - ჯერ

კრის პოლი პასებში მეთერთმეტეა

ლოს ანჯელეს “კლიპერსის” გამთამაშებელმა კრის პოლმა ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მეპასეებს შორის მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.

“ბოსტონთან” (143:139) მოგებულ შეხვედრაში კრის პოლმა 35 ქულასთან ერთად 13 პასი გააკეთა და სულ კარიერაში 7400 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

პოლმა მორის ჩიკსს გადაასწრო, რომელსაც კარიერის მანძილზე 7392 შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული. ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მეპასე ჯონ სტოკტონია – 15 806.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:58 | 11.02.2016
federer (17) (15576)

საკმაოდ კარგი შედეგი აქვს მისი ასაკისათვის და თავისუფლად შეუძლია მესამეზე გადასვლა ან მაქსიმუმ მეორე ადგილზე გადავიდეს.
სტოქტონის შედეგის გაუმჯობესება არამგონია ვინმემ შეძლოს

07:41 | 12.02.2016
dinamo222 (8587)

რა ასაკის უკვე 30 წლისაა და ათეულშიც რომ შევიდეს მადლობა თქვას DD

0.127211