რაგბი

18:50 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაგბის კავშირის გამგეობამ ხარვეზი გამოასწორა

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ 2015/2016 წლის სეზონის დაწყების წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და მართალია 13-14 თებერვალს გასამართი „დიდი 10“-ის მე-14 ტურს ამით არაფერი ეშველა, მაგრამ ჩემპიონატს ჩაშლის საფრთხე აღარ ემუქრება.

გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით, გამგეობამ გუნდებს დართო ნება მატჩის გადადება მოეთხოვათ, თუ მათი სამი და მეტი მორაგბე არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ 19 და 20- წლამდელთა ნაკრებებში იყვნენ გამოძახებული. მაშინ 20-წლამდელთა ნაკრებისთვის სამხრეთამერიკული ტურნე მონახაზშიც არ იყო, მაგრამ როდესაც 20-წლამდელთა ნაკრებს ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების წინ ასეთი საშუალება გაუჩნდა, დებულებაში შეტანილმა ცვლილებამ პრობლემები შექმნა.

შეგახსენებთ, 20-წლამდელთა ნაკრები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ერთკვირიან შეკრებაზე 8 თებერვალს შევიდა, იქ 13 თებერვლამდე დარჩება, 16-ში გამთენიისას კი, გეზს არგენტინისკენ აიღებს. ტურნეს ფარგლებში „უმცროსი ბორჯღალოსნები“ არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებთან ორ-ორ თამაშს გამართავენ და ჯამში ერთთვიანი შეკრება გამოუვათ.

არსებული დებულების თანახმად, გუნდებს რეგულარულად შეეძლოთ თამაშების გადატანის მოთხოვნა და შედეგად, ჩემპიონატი დაუსრულებლად გაიწელებოდა. ამიტომ, დღევანდელ გამგეობაზე შემდეგი გადაწყვეტილება მიიღეს:

საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული „დიდი-10“-ის ჩემპიონატის სრულფასოვნად ჩასატარებლად აუცილებელია გაუქმდეს 2015-2016 წლის საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული კაცთა, ქალთა და ჭაბუკთა შეჯიბრებების ჩატარების შესახებ დებულების მე-5 მუხლის 28 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რაც გულიხმობს მატჩის/მატჩების გადატანას კაცთა ეროვნულ ნაკრებ გუნდში ან/და მზარდი საქართველოს ნაკრებ გუნდში ან/და შვიდკაცა ეროვნულ ნაკრებ გუნდში ან/და 19-20 წლამდე ნაკრებ გუნდში სამი ან მეტი მოთამაშის გამო.

კენჭისყრით გამგეობამ ერთხმად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

  1. გაუქმდეს „2015-2016 წლის საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული კაცთა, ქალთა და ჭაბუკთა შეჯიბრებების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის 28 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და ამოღებულ იქნას დებულებიდან.
  2. გაუქმდეს „2015-2016 წლის საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული კაცთა, ქალთა და ჭაბუკთა შეჯიბრებების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის 28I პუნქტი და ამოღებულ იქნას დებულებიდან.
  3. ცვლილებები და დამატებები შევიდეს სრკ-ს ეგიდით ორგანიზებული „დიდი-10“-ის სეზონის სამატჩო კალენდარში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

XIV ტური 11/02 @ 13.15 ^ ცხრილი

აკადემია

-

ჯიქი

20-21/02

.

.

.

.

ყოჩები

-

ბათუმი

20-21/02

.

.

.

.

არმია

-

არმაზი

20-21/02

.

.

.

.

ლოკომოტ

-

ხარები

20-21/02

.

.

.

.

ლელო

-

აია

20-21/02

.

.

.

.

XV ტური 11/02 @ 13.15 ^ ცხრილი

ყოჩები

-

აკადემია

5-6/03

.

.

.

.

ბათუმი

-

ლოკომოტ

5-6/03

.

.

.

.

ხარები

-

ლელო

5-6/03

.

.

.

.

აია

-

არმია

5-6/03

.

.

.

.

არმაზი

-

ჯიქი

5-6/03

.

.

.

.

XVI ტური 11/02 @ 13.15 ^ ცხრილი

აკადემია

-

არმაზი

12-13/03

.

.

.

.

ლოკომოტ

-

ყოჩები

12-13/03

.

.

.

.

ლელო

-

ბათუმი

12-13/03

.

.

.

.

არმია

-

ხარები

12-13/03

.

.

.

.

ჯიქი

-

აია

12-13/03

.

.

.

.

XVII ტური 11/02 @ 13.15 ^ ცხრილი

ლოკომოტ

-

აკადემია

26-27/03

.

.

.

.

ყოჩები

-

ლელო

26-27/03

.

.

.

.

ბათუმი

-

არმია

26-27/03

.

.

.

.

ხარები

-

ჯიქი

26-27/03

.

.

.

.

აია

-

არმაზი

26-27/03

.

.

.

.

XVIII ტური 30/11 @ 17.45 ^ ცხრილი

აკადემია

-

აია

2-3/04

.

.

.

.

ლელო

-

ლოკომოტ

2-3/04

.

.

.

.

არმია

-

ყოჩები

2-3/04

.

.

.

.

ჯიქი

-

ბათუმი

2-3/04

.

.

.

.

არმაზი

-

ხარები

2-3/04

.

.

.

.

0.120252