ფეხბურთი

17:06 | 11.02.2016 | ნანახია 1124 - ჯერ

ებუე პრემიერლიგას უბრუნდება

კოტ დივუარელი მარჯვენა მცველი ემანუელ ებუე ლონდონის “სანდერლენდში” ვარჯიშობს. როგორც sky sport-ი იტყობინება, 32 წლის ფეხბურთელს “შავ კატებთან” კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ მათ საერთო განაცხადში ორი თავისუფალი ადგილი აქვთ და უახლოეს ხანებში ებუეც “სანდრელენდის” სრულუფლებიანი წევრი გახდება.

აფრიკელი მცველი ბოლო წლებში სტამბოლის “გალათასარაიში” ირჯებოდა, თუმცა გუნდი ზაფხულში დატოვა და მას შემდგომ თავისუფალი აგენტი იყო. ებუეს, რომელმაც სახელი ლონდონის “არსენალში” თამაშით გაითქვა, ოფიციალურ მატჩში გასული წლის მაისის შემდგომ არ უთამაშია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.061995
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1124