ფეხბურთი

14:46 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდის” ქომაგების პროტესტი

დორტმუნდის “ბორუსიას” გულშემატკივრებმა მომავალი სეზონიდან თავიანთი საყვარელი გუნდის საშინაო თამაშებზე ბილეთების გაძვირება გააპროტესტეს. კერძოდ, დორტმუნდელმა ქომაგებმა გერმანიის თასზე “შტუტგარტთან” საგარეო მატჩის საწყის ოც წუთში მოედანზე მაგიდის ჩოგბურთის ბურთები ისროლეს, რითაც თამაშის მიმდინარეობას ხელი შეუშალეს. ამასთან, ტრიბუნაზე დიდი ბანერი გააკრეს წარწერით: “ფეხბურთი ხელმისაწვდომი უნდა იყოს”.

საქმე ისაა, რომ “დორტმუნდის” ხელმძღვანელობა დამდეგი სეზონიდან “სიგნალ იდუნა პარკზე” ბილეთების 70 ევრომდე გაძვირებას გეგმავს, რაც გულშემატკივრებს არ მოსწონთ. აღნიშნული შეხვედრა კი “ბორუსიამ” 3:1 მოიგო და გერმანიის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა.

0.113572