“ლივერპულის” გულშემატკივრებმა კლუბის ხელმძღვანელებზე იმარჯვეს. კერძოდ, მომავალი სეზონიდან “ენფილდ როუდზე” დასწრება “წითლების” ქომაგებს გაძვირებულ თანხად აღარ მოუწევთ. ამის შესახებ “ლივერპულის” გულშემატკივრებისთვის მიძღვნილ წერლიში გაცხადდა, რომელიც კლუბის მფლობელ ჯონ ჰენრის, თავჯდომარე ტომ ვერნერსა და პრეზიდენტ მაიკ გორდონს ეკუთვნოს. ისინი იქვე, ფანებს ბოდიშსაც უხდან.
შეგახსენებთ, “ლივერპულის” ხელმძღვანელობას სურდა 2016-2017 წლების სეზონიდან თავიანთი გუნდის საშინაო თამაშზე ერთი ბილეთი 77 გირვანქად გაეყიდა, რასაც ქომაგების პროტესტი მოჰყვა – “ლივერპულელის” 10 ათასამდე გულშემატიკვარმა პრემიერლიგის გასულ ტურში “სანდრელენდთან” მატჩის 77-ე წუთზე სიმბოლურად “ენფილდ როუდი” დატოვა, რითაც კლუბის გადაწყვეტილება გააპროტესტა. სხვათა შორის, იმ დროისთვის “წითლები” ორბურთიანი ფორით იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში უპირატესობა გაანიავეს და მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ.
ამჟამად “ენფილდ როუდზე” მოხვედრა 59 გირვანქა ღირს და აღნიშნული თანხა მომავალ სეზონშიც უცვლელი დარჩება.