რაგბი

12:26 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაკოვინი „შარქსის“ წინააღმდეგ ითამაშებს

ფრანგულ „ტულონთან“ 29:21 გამარჯვების შემდეგ, სუპერ რაგბის სამხრეთ აფრიკული ფრანშიზი „შარქსი“ სეზონისწინა მზადების ეგიდით კიდევ ერთ ფრანგულ კლუბს შეხვდება.

ამჯერად აფრიკელები გადახალისებული შემადგენლობით ვასილ კაკოვინის „ტულუზს“ შეხვდებიან და მატჩი 23:45 საათზე დაიწყება. კაკოვინი გაფართოებულ, 31-კაციან სიაში სათადარიგოთა შორისაა. მწვრთნელს უკვე შერჩეული ჰყავს 15 მორაგბე, რომლებიც თამაშს იწყებენ და რადგან ამ ამხანაგური მატჩისთვის განაცხადში 28 მორაგბის შეყვანაა შესაძლებელი, თადარიგს წინასწარ შერჩეულთაგან სამი გამოაკლდება. იმედია, ქართველ ბურჯს „შარქსთან“ თამაში მოუწევს.

მატჩის საყურებელი სტრიმის ლინკი შეხვედრამდე 30 წუთით ადრე უნდა დაიდოს, მანამდე კი, ერთ-ერთ სავარაუდო ლინკს გთავაზობთ:

http://www.sportingvideo.org/20160211/vv56bbb5781bcfc5.50398684-1261684.html

წყარო - www.worldrugby.ge

0.119393