ფეხბურთი

11:43 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ გვარდიოლას აჯობა – “ბარსას” რეკორდი (+VIDEO)

ევროპის საუკეთესო გუნდმა კატალონიის “ბარსელონამ” პირადი რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ “ბარსას” უკვე ზედიზედ 29 თამაშია არ წაუგია, რაც ამ გუნდის ისტორიაში საუკეთესო სერიაა. “ბლაუგრანამ” რეკორდს “კოპა დელ რეის” საპასუხო მატჩში, “ვალენსიასთან” (1:1) უწია, რითაც პეპ გვარდიოლას დროინდელი “ბარსელონას” შედეგი დაამხო – 28 წაუგებელი მატჩი.

ბოლოს “ბარსამ” გასული წლის 3 ოქტომბერს, ლა ლიგის ეგიდით “სევილიასთან” “რამონ სანჩეს პისხუანზე” წააგო – 1:2. აღნიშნული 29 წაუგებელი თამაშიდან კი ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა 23 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ 6 დაასრულა ფრედ.

0.134746