ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღეს.
მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ნატაშა პილუდუს 6:2, 7:6 (7:4) სძლია და მერვედფინალში ბულგარელ პეტია არშინკოვას გაეჯიბრება.
მე-2 წრეში ინდოელ კირა შროფთან ჭიდილი ელის ქვაცაბაიას, რომელმაც იაპონელ სეირა შიმიზუს იოლად აჯობა – 6:0, 6:4.
წყვილთა შეჯიბრში ქართველი გოგონები პირველ ნომრად არიან განთესილნი და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან, სადაც ძალებს ფრანგ ბუალემთანა და ჩინელ ლისთან მოსინჯავენ.