საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა სერბეთის პირველი ლიგის ბინადარ “ნაპრედაკს”, რომელიც წლეულს უმაღლესში გადასვლისთვის იბრძვის, 2:0 მოუგეს. გოლები ანდრო სოფრომაძემ და გიორგი ფანცულაიამ გაიტანეს.
საბურთალოელთა პრეს-სამახურის ცნობით, პირველი ნახევარი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ტაიმში კი “საბურთალომ” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. ამგვარად, ქართულმა კლუბმა ორკვირიანი თურქული შეკრება 2 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა.
დედაქალაქელები სამშობლოში პარასკევს გამთენიისას 03:40 საათზე დაბრუნდებიან და მეორე წრისთვის მზადებას თბილისში გააგრძელებენ. “საბურთალო” პირველ ოფიციალურ შეხვედრას 19 თებერვალს “ცხინვალთან” გამართავს
საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, სოფრომაძე, ბიძინაშვილი, ალთუნაშვილი, ელვინი, ხარაიშვილი, ფანცულაია, გოშთელიანი.
მეორე ტაიმში შევიდნენ: ჩოჩიშვილი, შიხაშვილი, ცაცკრიალაშვილი, მამუჩაშვილი, კოხრეიძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დღეს მიდტიულანდმა(19წ)ატლეტიკო დაამარცხა(ძირ.დრო-4-4!პენალტებში მიდტიულანდი უფრო ზუსტი იყო)
წარმატებები!
წარმატებები .. საბურთალოსნაირი პოტენციური გუნდები ძალიან მომწონს.. ისე ადრე შეკრებებზე სულ ჩვენი გუნდის წაგებები იპოსტებოდა და ახლა ძალიან მიხარია რომ შეხვედრების ნახევარზე მეტი მოიგეს ქართულმა კლუბებმა.