ფეხბურთი

18:50 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია: “რომელ კლუბსაც ვსურვარ, მნახოს და დამელაპარაკოს”

სოლომონ კვირკველიამ ორიოდე თვის წინ განაცხადა, ჩემით “დორტმუნდი”, “ნაპოლი” და “სევილია” დაინტერესდნენო. კვირკველიამ რუსულ “სპორტ-ექსპრესს” უთხრა, რომ ყაზანის “რუბინში” თავს კარგად გრძნობს და ეს კლუბი მისი მეორე სახლია.

“კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, თუმცა პირადად მე არავინ დამკავშირებია. სატრანსფერო ამბებს ასე ვუყურებ: “რუბინთან” კონტრაქტი მაქვს, ეს ჩემი მეორე სახლია, პირველი კი – საქართველოში. “რუბინმა” ყველაფერი მოგვცა მეც და ჩემს ოჯახსაც. ამ კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ. არ მსურს იმაზე საუბარი, რაც არ მომხდარა. ამჟამად “რუბინთან” ერთად ვარ. თუ რომელიმე კლუბს სურს, მნახოს და დამელაპარაკოს, თავისი ინტერესები გამაცნოს, შემდეგ კი ვიფიქრებ. თუმცა ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა”.

0.120634