ფეხბურთი

20:00 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსის” “ახალი ნეიმარის” გადაბირება სურს

ლონდონის “ჩელსიმ” ზაფხულში შესაძლოა “ახალი ნეიმარი” შეიძინოს. საუბარია “სანტოსის” 19 წლის შემტევ გაბრიელ ბარბოსაზე. ინფორმაციას The Metro ავრცელებს.

ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრების წევრი ნეიმარის მსგავსად “სანტოსის” აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2013 წელს გადაიყვანეს. მას შემდეგ შემტევმა 128 მატჩში 46 გოლი გაიტანა.

ფეხბურთელის გადაბირებით “ფენერბაჰჩეც” სერიოზულადაა დაინტერესებული. თურქებმა ბრაზილიელებს შეთავაზება უკვე გაუკეთეს, თუმცა სამხრეთამერიკელებმა წინადადება არ მიიღეს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონ ევროს შეადგენს.

0.114722