მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი ბრიტანელი ენდი მარეი მამა გახდა. ენდის და მის მეუღლე კიმ სირსს გოგონა ეყოლათ, აღნიშნული ინფორმაცია ენდის ერთ-ერთი აგენტმა BBC-თან საუბრისას დაადასტურა. ბავშვის სახელი ჯერჯერობით უცნობია.
ენდი და კიმი გასული წლის ზაფხულში დაქორწინდნენ.