ფეხბურთი

18:25 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” დუბლებმა “ანტალიასფორი” დაამარცხეს

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამოს” სარეზერვო შემადგენლობამ მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა და “ანტალიასფორის” 19-წლამდელთა გუნდს 3:1 სძლია.

დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, სპარინგი ტოპკაპის მოედანზე შედგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა, საგოლე მომენტები თბილისელებს უფრო მეტი ჰქონდათ და დამსახურებულადაც იმარჯვეს. გოლები ლოჩოშვილმა, ლილუაშვილმა და დავითაშვილმა გაიტანეს.

“დინამოს” დუბლები თბილისში დაბრუნებამდე კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებენ. 12 თებერვალს დავით ჭიჭვეიშვილის გუნდი “ვოლინის” დუბლებს გაეჯიბრება, 13-ში კი გუნდი სამშობლოში გამოემგზავრება და მეორე წრის პირველ მატჩში, 20 თებერვალს, თერჯოლაში “საპოვნელას” შეხვდება.

“დინამო” (დუბლები) – “ანტალიასფორი” (U-19) 3:1

დინამო: კულუა, კაპანაძე, ლოჩოშვილი (ნემსაძე, 56), ბასარია (ქაფიანიძე, 46), კობოური (ხარაბაძე, 46), კუცია, ნინუა (ყურაშვილი, 62), გაბრიჩიძე (ფოჩხუა, 62), ჩაკვეტაძე (ლილუაშვილი, 56), სილაგაძე (დავითაშვილი, 46), ერგემლიძე (აღდგომელაშვილი, 62).

0.114685