ფეხბურთი

16:05 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

პასკუალი შესაძლოა “ფიორენტინაში” დარჩეს

“ფიორენტინას” 33 წლის მცველმა მანუელ პასკუალმა შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ინფორმაციას TMW ავრცელებს. როგორც ირკვევა, ფეხბურთელის აგენტი უახლოეს მომავალში კლუბის ხელმძღვანელობას მოსალაპარაკებლად შეხვდება.

მიმდინარე სეზონში იტალიელმა მცველმა “იების” შემადგენლობაში მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელს “ფიორენტინასთან” კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117374