ფეხბურთი

12:41 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბენ არფა ერთი თვე იუქმებს

“ნიცას” შემტევ ნახევარმცველ ატემ ბენ არფას ფეხის ტრავმის გამო 4-5 კვირის განმავლობაში კლუბის ლაზარეთში ყოფნა მოუწევს. ინფორმაცია ფრანგული გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფეხბურთელისადმი ინტერესს ლიგა 1-ის ლიდერი “პარი სენ ჟერმენი” იჩენს და შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დაიმატოს ატემი, რომელსაც “ნიცასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.

მიმდინარე სეზონში ბენ არფამ 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.

0.112243