როგორც The Times-ი იუწყება, ლონდონის “ჩელსი” ჯონ ტერის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბმა მას შემდეგ მიიღო, რაც გუნდის ცენტრალურმა მცველმა კურტ ზუმამ მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
ჯერჯერობით უცნობია სურს თუ არა 35 წლის ტერის “ჩელსიში” ასპარეზობის გაგრძელება. ივარაუდება, რომ ჯონი “არისტოკრატებთან” კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს. ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება.
ცენტრალურ მცველს შემოთავაზება აშშ-ს ჩემპიონატიდან აქვს, საუბრობენ ჩინეთში მის შესაძლო გადაბარგებაზეც. მიმდინარე სეზონში ტერიმ ყველა საკლუბო ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა და თავი თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.