“ბრუკლინის” მსროლელმა ჯო ჯონსონმა რეგულარულ სეზონში ჩაგდებული ქულებით “ჩიკაგოს” ლეგენდას სკოტი პიპენს გადაასწრო.
“ბრუკლინმა” შინ “დენვერს” 105:104 ბოლო წამზე ჯო ჯონსონის ზუსტი სამქულიანით მოუგო. მსროლელმა სულ თამაშში 12 ქულა ჩააგდო და კარიერაში 18 949 ქულა დაუგროვდა, სკოტი პიპენს კი 18 940 ქულა აქვს.
ნბა-ს რეგულარულ სეზონებში ყველაზე მეტი 38 387 ქულა ქარიმ აბდულ ჯაბარს აქვს ჩაგდებული.