ფეხბურთი

20:00 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალომ” “ლუშტენაუსთან” 1:6 წააგო

"საბურთალომ" გადახალისებული შემადგენლობით ამხანაგური მატჩი ავსტრიის პირველი ლიგის "ლუშტენაუსთან" გამართა და 1:6 დამარცხდა. “საბურთალოდან” ერთადერთი ბურთი ელვინ ტერამ გაიტანა.

დღევანდელ შეხვედრაში ძირითადად იმ ფეხბურთელებმა ითამაშეს, რომლებმაც წინა მატჩებში ვერ მიიღეს მონაწილეობა.

საბურთალოელები თურქულ შეკრებაზე მორიგ საკონტროლო შეხვედრას ხვალ, სერბეთის პირველი ლიგის წარმომადგენელ "ნაპრედაკთან" გამართავენ, რის შემდეგაც სამშობლოში გამოემგზავრებიან.

“საბურთალოს” შემადგენლობა “ლუშტენაუსთან”: ქურდაძე, ბულუხაძე, შიხაშვილი, ბაკურაძე, მამუჩაშვილი, ხორხელი, კოხრეიძე, ლაკვეხელიანი, ცაცკრიალაშვილი, რუხაძე, ივანიაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ჩოჩიშვილი, იაშვილი, სოფრომაძე, მარგველაშვილი, თოთაძე, ალთუნაშვილი, ელვინი, ბიძინაშვილი, ხარაიშვილი, გოშთელიანი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116784