ფეხბურთი

17:08 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაკუტა ჩინეთში ითამაშებს

“სევილიას” აწ უკვე ყოფილი შემტევი გაელ კაკუტა ჩინეთში განაგრძობს კარიერას. 24 წლის ფეხბურთელი “ჰებეი ჩაინა ფორტუნის” რიგებში ჩაირიცხა.

ფრანგმა მოთამაშემ ახალ კლუბთან 2019 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმა ხელშეკრულება. ტრანსფერის ღირებულება 5 მილიონი ევროა.

კაკუტას მიმდინარე სეზონში ტრავმები აწუხებდა. ამის გამო, “სევილიას” მაისური მხოლოდ 5-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, გაელის გარდა, “ჰებეი ჩაინა ფორტუნი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სტეფან მბიათი და ჟერვინიოთი გაძლიერდა.

0.1467