ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker–მა ბუნდესლიგის მე-20 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე “გლადბახიდან” მოხვდა, რომელმაც პარასკევს საკუთარ მოედანზე “ვერდერი” გაანადგურა (5:1).
ტურის გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: რენე ადლერი (“ჰამბურგი”);
მცველები: სლობოდან რაიკოვიჩი (“დარმშტადტი”), ანდრეას კრისტიანსენი (“გლადბახი”), კონსტანტინოს სტაფილიდისი (“აუგსბურგი”);
ნახევარმცველები: როჟერი (“ინგოლშტადტი”), მაჰმუდ დაჰაუდი (“გლადბახი”), კრისტიან გენტნერი, ფილიპ კოსტიჩი (ორივე “შტუტგარტი”);
თავდამსხმელები: რაფაელი, ლარს შტინდლი (ორივე “გლადბახი”).