ფეხბურთი

11:31 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რჩევა კონტეს: ბერნარდესკი, რუგანი და დონარუმა ევრო 2016-ზე

იტალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დი ბიაჯო ყოფილ თანაგუნდელს იტალიის ნაკრებიდან, ანტონიო კონტეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ჯანლუიჯი დონარუმას, ფედერიკო ბერნარდესკისა და დანიელე რუგანის წაყვანისკენ მოუწოდებს. როგოც დი ბიაჯომ განაცხადა, სამივე ზემოხსენებულ ფეხბურთელს შეუძლია იტალიის ეროვნულ ნაკრებს წარმატება მოუტანოს და უკვე ზაფხულშივე გამოადგეს.

“დონარუმამ უკვე ბევრი რამ დაამტკიცა. იგი 16 წლის ადამიანს ნაკლებად გავს. ფედერიკო ბერნარდესკიმ კი შარშან რთული ტრავმა გადაიტანა. იგი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შემოგვიერთდა და არ იყო იდეალურ კონდიციებში. მას უდიდესი ტალანტი აქვს და რაც მთავარია ახლა უკვე კარგ ფორმაშია.

ანტონიომ ადრე თქვა, ევროპის ჩემპიონატზე თავიანთ კლუბებში უთამაშებელ ფეხბურთელებს არ წავიყვანო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ნაკრებში ვერავინ უნდა გამომეძახა, რადგან ბევრს სათამაშო პრაქტიკა აქ გააჩნია. რუგანი ახალგაზრდულში რომ გამოვიძახე, ორი თვის განმავლობაში ერთი მატჩიც არ ჩაეტარებინა, მაგრამ დაკისრებულ მოვალეობას თავი მაინც კარგად გაართვა”, - უთხრა იტალიურ მედიას “აძურინის” თავკაცმა.

მიმდინარე სეზონში ჯანლუიჯი დონარუმამ “მილანის” რიგებში 16 შეხვედრა ჩაატარა და დიდებულ შთაბეჭდილებასაც ტოვებს, ხოლო რუგანიმ “იუვეს” მაისური მხოლოდ 8 მატჩში მოირგო. რაც შეეხება “ფიორენტინას” წევრ ბერნარდესკის, მან აქამდე 26 თამაში ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.

0.130336