ფეხბურთი

10:26 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” მარცხს სათავე ლიპარტიამ დაუდო

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბათუმის “დინამომ” მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ზღვისპირელთა მეტოქე ამჯერად უკრაინის პრემიერლიგის ბინადარი ლუგანსკის “ზარია” გახლდათ, რომელსაც ბათუმელებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 0:3 დამარცხდნენ.

ქართველებს პირველი გოლი თანამემამულე ჯაბა ლიპარტიამ მე-2 წუთზე გაუტანა. ზუსტად ორ წუთში უკრაინელებმა მეორე გოლი გაიტანეს. ამჯერზე თავი ზაგორულკომ გამოიჩინა, ხოლო წერტილი მე-16 წუთზე ტოტოვიცკიმ ზუსტად შესრულებული პენალტით დასვა.

აღნიშნულ მატჩში “დინამომ” შემდეგი შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

ტაკიძე, ქორიძე, მიხაილოვიჩი (მგელაძე 46), ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, (ტვილდიანი 46), ვარშანიძე, გოგიტიძე (შონია 46), დიასამიძე, ქავთარაძე, ფონიავა (ბერიაშვილი 46), კომაზეცი

რაც შეეხება “ზარიას” ლეგიონერ ლიპარტიას, მან მოედანზე საწყისი 45 წუთი გაატარა.

0.115663