ფეხბურთი

1:33 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: ჭანტურიას მცირე დრო დაუთმეს

მეორე ბუნდესლიგის მატჩში, გიორგი ჭანტურიას “დუისბურგი” გასვლაზე უგებდა “არმინიას”, თუმცა 1:2 დამარცხდა და ბოლო ადგილზე დარჩა. ჭანტურია, რომელზეც “დუისბურგის” მწვრთნელმა თქვა, ბოლო პერიოდში ვარჯიშებზე უკეთ გამოიყურებაო, 87-ე წუთზე შევიდა მინდორზე. ისე, მსაჯმა 9 წუთი კი დაამატა თამაშს...
კვიპროსზე ირაკლი მაისურაძის “ანორთოსისმა” 5:1 მოუგო ლევან ხმალაძის “პაფოსს”. ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. “ანორთოსისი” მესამეზეა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ აპოელ-ს, ხოლო “პაფოსი” ბოლოსწინა პოზიციაზეა.

0.119794