კალათბურთი

0:41 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის “დარუშაფაკა” სტამბოლურ დერბიში 20 ქულის სხვაობით დამარცხდა

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-17 ტური “ფენერბაჰჩეს” და მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკას” მატჩით დასრულდა. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სტამბოლურ დერბიში გამარჯვება ფავორიტად მიჩნეულ “ფენერბაჰჩეს” დარჩა – 94:74.

ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 13:28 წუთი გაატარა და 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტუმართა რიგებში საუკეთესონი ლუკ ჰერენგოდი (17) და ემირ პრელძიჩი (15) იყვნენ, “ფენერბაჰჩეს” კი ლუიჯი დატომემ (16), ბობი დიქსონმა (13) და იან ვესელიმ (12) ულიდერეს.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრ რიკი ჰიკმანს, მან 15:31 წუთში “ფენერს” 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი შესძინა.

“დარუშაფაკას” 10 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-6 ადგილზე იმყოფება. მარკოიშვილის კლუბი მომდევნო მატჩს 15 თებერვალს “უშაკ სპორტიფის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.130594