ჩოგბურთი

23:57 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიის ტურნირზე ითამაშებენ

ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ისრაელის ქალაქ ეილატში ფედერაციის თასის ბატალიების მოლევის შემდეგ, თურქულ ანტალიაში გაემგზავრნენ და მორიგ 10-ათასიან ტურნირში ითამაშებენ.

გორგოძე მე-2 ნომრადაა განთესილი და საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – იტალიელ ნატაშა პილუდუს გაეჯიბრება, მე-4 რეიტინგის მქონე ქვაცაბაია კი იაპონელ სეირა შიმიზუს ეთამაშება.

წყვილთა ტურნირში ქართველ ჩოგბურთელებს პირველი განთესვა გააჩნიათ და ასპარეზობაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.

0.126977